ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიოს ჩემპიონია. ტოკიოში მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ დღეს ბუდოკანის დარბაზში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. ქართველმა ძიუდოისტმა მთელი დღის განმავლობაში მშვენივრად იასპარეზა. მან ჯამში შვიდი შეხვედრა მოიგო. -60კგ წონითი კატეგორიის ფინალში კი უზბეჯ შირაფუდინ ლუტფილაევს სძლია.
ლუხუმ ჩხვიმიანი ჩემპიონატის წინ კენჭისყრაზე განთესილ რვა საუკეთესოს შორის ვერ მოხვდა, რადგან მსოფლიო რეიტინგში მეცხრე იყო, თუმცა ამას მისთვის ჩემპიონობაში ხელი არ შეუშლია. საბოლოოდ იგი მეოთხედფინალში გასულ რვა ძიუდოისტს შორის, რომლებიც მედლებისთვის იბრძოდნენ, ერთადერთი ევროპელი აღმოჩნდა.
ლუხუმ ჩხვიმიანისთვის წლევანდელი სეზონი საკმაოდ შედეგიანია. იგი ორიოდე თვის წინ მინსკში პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი. ამჯერად კი მან მსოფლიოს ჩემპიონატზე იმარჯვა. ქართული ძიუდოს ისტორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა მეშვიდე ძიუდოისტი, ვისაც მსოფლიოს ჩემპიონატი მოუგია:
თემურ ხუბულური - 1979,1981
ამირან ტოტიკაშილი - 1989
კობა კურტანიძე - 1989
ირაკლი ცირეკიძე - 2007
ავთანდილ ჭრიკიშვილი - 2014
გურამ თუშიშვილი - 2018
ლუხუმ ჩხვიმიანი - 2019.