Share


თუშიშვილის ოქრო და გუნდური პირველი ადგილი

2019-06-24 21:09:08

გურამ თუშიშვილი ევროპული თამაშების ჩემპიონი გახდა და საქართველოს ნაკრებმა ვაჟთა შორის ინდივიდუალურ ჩათვლაში გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

გურამ თუშიშვილმა +100კგ წონითი კატეგორიის ფინალში რუსეთის წარმომადგენელი ინალ ტასოევი დაამარცხა. ფინალამდე კი სამი შეხვედრა მოიგო.

გურამ თუშიშვილისთვის, რომელიც შარშან მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ეს ევროპის ჩემპიონატზე მოგებული მეორე ოქროს მედალია. პირველად მან კონტინენტის პირველობაზე ორი წლის წინ იმარჯვა.

ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ვარლამ ლიპარტელიანი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე -100კგ წონით კატეგორიაში თავისი პირველი მედალი მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატებზე უკვე 2 ვერცხლის მედალი ჰქონდა მოპოვებული. ვარლამ ლიპარტელიანის კარიერაში ეს ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებული მეცხრე მედალია. (3 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო)