Share


ჯაბა პაპინაშვილის ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატზე

2018-10-18 09:24:48

ჯაბა პაპინაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. -60კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან თურქი სამეტ კუმტასი დაამარცხა. ჯაბა პაპინაშილმა ამ დღეს ჩატარებული 6 შეხვედრიდან  5 იპონით მოიგო და მხოლოდ ნახევარფინალში დამარცხდა მომავალ ჩემპიონთან იაპონელ გენკი კოგასთან. მესამე შეხვედრაში ჯაბამ სძლია პირველ ნომრად განთესილ აზერბაიჯანელს კარამატ ჰუსეინოვს, რომელიც წლეულს უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბაქოში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ამირან პაპინაშვილმა დაამარცხა.

ჯაბა პაპინაშვილი შარშან -55კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. წლეულს კი წონითი კატეგორია შეიცვალა, გადავიდა -60კგ-ში და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.