Share


გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!

2018-09-26 16:20:11

გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია! ქართველმა ძიუდოისტმა ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე +100კგ წონითი კატეგორიის ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს სძლია. მანამდე დაამარცხა რუმინელი დანიელ ნატეა, უკრაინელი იაკივ ხამო, ჰოლანდიელი როი მეიერი და მონღოლი ოტგონბაატარ ლხაგვასურენი. აღსანიშნავია, რომ დარბაზში ფინალურ ბლოკს ესწრებდნენ მონღოლეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები, მაგრამ გურამმა ორივე ქვეყნის წარმომადგენლის დამარცხება შეძლო.
გურამ თუშიშვილისთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული პირველი მედალია. აქამდე მას 2017 წელს ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი ჰქონდა მოპოვებული. 
ქართული ძიუდოს ისტორიაში გურამ თუშიშვილი გახდა მეექვსე ძიუდისტი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობს: 
თემურ ხუბულური - 1979, 1981
ამირან ტოტიკაშვილი - 1989
კობა კურტანიძე - 1989
ირაკლი ცირეკიძე - 2007
ავთანდილ ჭრიკიშვილი - 2014
გურამ თუშიშვილი - 2018

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია. (ასეთივე შედეგი საქართველოს ნაკრებს მხოლოდ 2007 წლის  მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰქონდა). ვერცხლის მედალი -100კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედალი -60კგ-ში - ამირან პაპინაშვილმა.
ქართველი ძიუდოისტების მიერ მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული მედლები დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ:
1991 - 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
1993 - 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო
1995 - 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
1997 - 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
1999 - 2 ბრინჯაო
2001 - 1 ვერცხლი
2003 - 1 ვერცხლი
2005 - 1 ბრინჯაო
2007 - 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
2011 - 1 ბრინჯაო
2013 - 2 ვერცხლი
2014 - 1 ოქრო, 2 ბრინჯაო
2015 - 2 ბრინჯაო
2017 - 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო
2018 - 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო