საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ბუდაპეშტის გრან პრიზე 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ვერცხლის მედალოსანი -90კგ წონით კატეგორიაში უშანგი მარგიანი გახდა, რომელმაც 4 შეხვედრის მოგების შემდეგ მხოლოდ ფინალი დათმო მასპინძელ კრიშტიან ტოტთან.
ბრინჯაოს მედლები ამირან პაპინაშვილმა (-60კგ) და ადამ ოქრუაშვილმა (+100კგ) მოიპოვეს