Share


ზედაზენის თასი 2018

2018-06-22 16:24:43

23-24 ივნისს თბილისში ძიუდოს აკადემიაში გაიმართება საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის „ზედაზენის თასი“, სადაც საქართველოს ნაკრების ძიუდოისტების გარდა, იასპარეზებენ აზერბაიჯანის, გერმანიის, ირანის, საბერძნეთის, საფრანგეთის და სომხეთის გუნდები.

„ზედაზენის თასი“ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გენერალური სპონსორის კომპანია „ზედაზენის“ მხარდაჭერით წლეულს მეორე ტარდება. პირველად შეჯიბრი შარშან ჩატარდა. ტურნირი მიზნად ისახავს ძიუდოს პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ძიუდოისტებისთვის საშეჯიბრო პრაქტიკის ამაღლებას. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შეჯიბრში ძირითადად მონაწილეობას მიიღებენ ის ძიუდოისტები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს საქართველოს ჩემპიონატში. ტურნირი ასევე განიხილება, როგორც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ერთ-ერთი მოსამზადებელი ეტაპი.

ტურნირის საპრიზო ფონდი 10 ათასი აშშ დოლარია, რომელიც 8 წონითი კატეგორიის მედალოსნებზე და გამარჯვებულთა მწვრთნელებზე გადანაწილდება.

23 ივნისს იჭიდავებენ -55კგ, -60კგ, -66კგ, -73კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები. 24 ივნისს -81კგ, -90კგ, -100კგ, +100კგ. ორივე დღეს შეჯიბრი 10:00-ზე დაიწყება.