დასრულდა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მიერ დაანონსებული პროექტის მომზადება, რომელიც ითვალისწინებს ქამრების სისტემაზე გადასვლას. საქართველოს ძიუდოს ისტორიაში პირველად ნორჩი ძიუდოისტების წვრთნა დაიწყება სისტემით, რომელიც საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ მოამზადა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით. ასზე მეტ ქართველ მწვრთნელს, რომლებმაც გაიარეს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის აკადემიის სასწავლო კურსი, თავისი ცოდნით უკვე შეუძლია ქამრების სისტემის მიხედვით თავისი მოსწავლეების ვარჯიში. ამავე დროს, ფედერაციაში გამოცდილი მწვრთნელებისგან შექმნილი ჯგუფი მწვრთნელებს პროგრამის განხორციელებაში დაეხმარება და ორ თვეში ერთხელ ნორჩი ძიუდოისტებისგან გამოცდებს ჩაიბარებს.