შეჯიბრის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა 5 მედალი მოიპოვეს, აქედან 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს. აღსანიშნავია, რომ -60კგ წონით კატეგორიაში ოთხივე მედალი ქართველების ანგარიშზეა:
ოქრო - ლუხუმ ჩხვიმიანი
ვერცხლი - ამირან პაპინაშვილი
ბრინჯაო - ლაშა ჩადუნელი და თემურ ნოზაძე.
-66კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ვაჟა მარგველაშვილი გახდა, რომელმაც ფინალში ბრაზილიელი დანიელ კარნინი დაამარცხა.