Share


სოფიო სომხიშვილის ვერცხლი

2017-08-13 10:42:54

სოფიო სომხიშვილი კადეტთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა. +70კგ წონითი კატეგორიის ფინალში ის დაძაბულ ბრძოლაში დამტებით დროში ხორვატ ძიუდოისტთან დამარცხდა. ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტმა გზიდან ჩამოიცილა პოლონელი, ბრაზილიელი და ტუნისელი ძიუდოისტები. 
სოფიო სომხიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის გარდა, წლეულს მოიგო ევროპის ჩემპიონატის და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოქროს მედლები.

საქართველოს ნაკრებმა ჩილეში კადეტთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა 1 ოქროს, 2 ვერხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.