Share

ისტორიული მედალი გუნდურ ჩემპიონატზე

2023-05-14 20:51:43

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ისტორიაში პირველად ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტებმა 4-2 დაამარცხეს გერმანიის ნაკრები.

მას შემდეგ რაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ვაჟთა და ქალთა გუნდური ჩემპიონატების ცალ-ცალკე  ჩატარების ნაცვლად შერეული გუნდური ჩემპიონატების (ვაჟთა და ქალთა შერეული გუნდი) ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო (2017 წ.) საქართველოს ნაკრები, რომელიც ვაჟთა შორის სამჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი, ვერ ახერხებდა საპრიზო ადგილებზე გასვლას. განვითარების მხრივ ქალთა ძიუდო ჯერ კიდევ ჩამორჩება ვაჟთა ძიუდოს განვითარების ტემპს, მაგრამ ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები მსოფლიოში უკვე ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა გახდა. შეიძლება ითქვას, რომ კატარში ჩატარებულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში ქართველმა ქალებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბრინჯაოს მედლის მოპოვებაში.

კენჭისყრის მიხედვით ქართველ ძუდოისტებს ნამდვილად არ გაუმართლათ, რადგან მონაწილე 18 გუნდიდან მხოლოდ ოთხს უწევდა დამატებითი შეხვედრის ჩატარება და ამ ოთხს შორის საქართველოს ნაკრებიც მოხვდა, რომლის პირველი მეტოქე მონღოლეთი იყო. ისტორიაში პირველად მოხდა, რომ გუნდურ შეჯიბრებაში ქართველმა ქალებმა ჩატარებული სამივე შეხვედრა მოიგეს, ხოლო ვაჟებმა მხოლოდ ერთ შეხვედრაში გაიმარჯვეს. ქართველებმა მონღოლეთი 4-2 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ ეთერ ასკილაშილი -63კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტია, მაგრამ მას ასპარეზობა -70კგ-ში უწევდა.  საქართველოს მომდევნო ეტაპზე ბრაზილიას დაუპირისპირდა. ბრაზილიელებთან ძირითადი შეხვედრების შემდეგ ანგარიში 3-3 იყო და დამატებით შეხვედრაში მსოფლიოს ახალმა ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ ქართველებს გამარჯვება მოუტანა. მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები  მომავალ ჩემპიონთან იაპონიასთან დამარცხდა, მაგრამ გადაერთო დამამშვიდებელ წრეში, სადაც 4-2 სძლია უზბეკეთის ნაკრებს, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გერმანიას მოუგო.

ამ ისტორიული გამარჯვების დროს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ: ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი, სოფიო სომხიშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, კოტე კაპანაძე, ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური, გურამ თუშიშვილი და გელა ზაალიშვილი.