Share


ქართველები - მსოფლიოში საუკეთესოები

2023-02-05 19:36:45

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გულშემატკივართა შორის ჩატარებული 2022 წლის საუკეთესოების გამოსავლენი გამოკითხვა შეაჯამა და მისი შედეგები პარიზის გრან სლემის მიმდინარეობისას გამოაცხადა.

ქართველები გამარჯვებულები გახდნენ ყველა ნომინაციაში, რომელშიც კი წარდგენილნი იყვნენ.

2022 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი გახდა. საუკეთესო ძიუდოისტის დიპლომი მას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა გადასცა. მსოფლიოს წლის საუკეთესო მწვრთნელად საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი დაასახელეს. წლის საუკეთესო გდებად ბექა ღვინიაშვილის იპონი აღიარეს. ხოლო წლის საუკეთესო მომენტად ტატო გრიგალაშვილისა და მატიას კასეს მსოფლიოს ჩემპიონატის მომენტი გამოცხადდა.