Share


ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრან სლემის გამარჯვებულია

2023-02-04 19:26:14

ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრან სლემი ზედიზედ მეორედ მოიგო. -73კგ წონით კატეგორიის ფინალში მან ბრაზილიელი დანიელ კარნინი ლამაზი გდებით დაამარცხა. მანამდე კი გაიმარჯვა დომინიკელ, იტალიელ, ყაზახ და სამხრეთ კორეელ ძიუდოისტებთან შეხვედრებში.

აღსნიშნავია, რომ შავდათუაშვილს კარიერაში გრან სლემი სულ ოთხჯერ აქვს მოგებული და აქედან ორჯერ პარიზში. გარდა ამისა ის სხვადასხვა დროს ყოფილა აბუდ-დაბისა და თბილისის გრან სლემის გამარჯვებული. ამ გამარჯვებით მან კიდევ უფრო გაიმყარა მსოფლიო რეიტინგის ლიდერობა -73კგ წონითი კატეგორიაში.