Share


2 ბრინჯაო ბაქოს გრან სლემზე

2022-11-06 21:14:52

საქართველოს ნაკრებმა ბაქოს გრან სლემ გამოსვლა 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მედალოსნები ლაშა შავდათუაშვილი და ლუკა მაისურაძე გახდნენ.

-73კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი პირველ ნომრად იყო განთესილი და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც კანადელ არტურ მარგელიდონთან დამარცხდა. რეპეშაჟში მან ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო და მესამე ადგილი დაიკავა.

ლუკა მაისურაძე -90კგ წონით კატეგორიაში სამი შეხვედრის მოგების შემდეგ ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ აქ ვერაფერი გააწყო შვედ ვეტერანთან მარკუს ნაიმანთან. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი მასპინძელთა ფავორიტს ტურნირის პირველ ნომერს მამადალი მეჰდიევს სძლია.

ბაქოს გრან სლემი წარუმატებელი გამოდგა სხვა ქართველი ძიუდოისტებისთვის. მეშვიდე ადგილს დასჯერდნენ ვლადიმერ ახალკაცი, საბა ინანეიშვილი და სოფიო სომხიშვილი. ხოლო ნაკრების სხვა წევრები შვიდეულში ვერ მოხვდნენ.

შედეგები