Share


ბრინჯაო ევროპის 23 წლამდელთა გუნდურ ჩემპიონატში

2022-10-30 19:31:25

ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატის მესამე დღეს გაიმართა ვაჟთა და გოგონათა შერეული გუნდური შეჯიბრება, სადაც საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრები განთესილებს შორის იყო. შესაბამისად, პირველ წრეში ქართველმა ძიუდოისტებმა დაისვენეს. შემდეგ კი უკრაინის ნაკრებს შეხვდნენ. ძირითადი შეხვედრების შემდეგ ანგარიში 3-3 იყო. კენჭისყრით გადამწყვეტ შეხვედარში ასპარეზობა ქალთა მძიმეწონოსნებს მოუწიათ, სადაც სოფიო სომხიშვილმა იმარჯვა და გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა. აქ საქართველოს ნაკრები თურქეთის ნაკრებთან დამარცხდა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი ქართველმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის ნაკრებს 4-1 აჯობეს და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. ჩემპიონატის გამარჯვევბული თურქეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში გერმანიას მოუგო.