Share


ბექა ღვინიაშვილის მორიგი ტიტული

2022-10-23 17:45:55

აბუ-დაბის გრან სლემის მესამე დღეს ტურნირის გამარჯვებული ბექა ღვინიაშვილი გახდა, რომელმაც კარიერაში საერთაშორისო ფედერაციის ტურის ფარგლებში გამართულ შეჯიბრებებში 27-ე მედალი მოიპოვა. ფინალში მან იოლად დაამარცხა და ფრანგი ლორის ტასიე. უფრო ძნელი შეხვედრები მას ფინალამდე ჰქონდა, მაგრამ ღვინიაშვილმა დამაჯერებლად იასპარეზა და -90კგ წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო.

კარიერაში პირველად გრან სლემზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა სოფიო სომხიშვილი. +78კგ წონით კატეგორიაში პირველი შეხვედრის მოგების შემდეგ სომხიშვილის მეტოქე ტურნირის პირველი ნომერი ფრანგი ლეა ფონტენი იყო. ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქესთან ვაზარი მოიპოვა და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. ნახევარფინალში სოფიომ პორტუგალიელი როშელ ნუნიესი დაამარცხა. ფინალში კი ვერაფერს გახდა ჩინელ ვეტერანთან ქსინ სუსთან.

საქართველოს ნაკრებმა აბუ-დაბის გრან სლემზე ჯამში 2 ოქროს 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. შეჯიბრების პირველ დღეს ტურნირის გამარჯვებული გიორგი სარდალაშვილი გახდა, ხოლო ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.