Share


1 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო პირველ დღეს

2022-06-03 23:52:41

თბილისის გრან სლემის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ თემურ ნოზაძე გახდა, რომელმაც -60კგ წონითი კატეგორიიის ფინალში თანაგუნდელს ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონს ტურნირის დებიუტანტს გიორგი სარდალაშვილს აჯობა.

-66კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დაეუფლა გიორგი თუთაშვილი, რომელმაც ფინალში ტრავმის გამო ვერ იასპარეზა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ვაჟა მარგველაშვილმა. წონის გამარჯვებული კი მსოფლიო რეიტინგის ლიდერი მოლდოველი დენის ვიერუ გახდა.

კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი საქართველოს ნაკრებს ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა, რომელმაც ტურნირში ერთადერთი შეხვედრა მომავალ გამარჯვებულთან სამხრეთ კორეელ მიმი ჰუჰთან დათმო.