Share


თბილისის გრან სლემი 2022

2022-05-31 10:50:29

3-5 ივნისს ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება თბილისის გრან სლემი, რომელიც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საერთაშორისო ტურის ფარგლებში ტარდება. ტურნირის ორგანიზატორები არიან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია და საქართველოს ძიუდოს ფედერაცია. ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდი 154 ათასი ევროა, მონაწილეობას მიიღებენ 40-მდე ქვეყნის წარმომადგენლები. მათ შორის საქართველოს ნაკრები, რომელიც თითქმის უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს. საქართველოში მსგავსი რანგის ტურნირი მეორედ ტარდება. 2014 წლიდან ძიუდოს საერთაშორისო ტურის ფარგლებში თბილისში ტარდებოდა გრან პრი. შარშან კი ტურნირის სტატუსი ამაღლდა და პირველად ჩატარდა გრან სლემი.

სამი დღის განმავლობაში ოლიმპიურ სასახლეში 300-მდე ძიუდოისტი იასპარეზებს, მათ შორის ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები. 

სამივე დღეს ფინალური ბლოკი 17:00-ზე დაიწყება და ტელევიზიით პირდაპირი რეპორტაჟი „სილკ სპორტი 3-ზე“ გადაიცემა. წინასწარი შეხვედრების დასაწყისი: 3 ივნისი - 11:00,  4 ივნისი - 11:30, 5 ივნისი - 12:00.

გრან სლემის პროგრამა:
3 ივნისი - ქალები: -48კგ, -52კგ, -57კგ. კაცები: -60კგ, -66კგ;
4 ივნისი - ქალები: -63კგ, -70კგ. კაცები: -73კგ, -81კგ;
5 ივნისი - ქალები: -78კგ, +78კგ. კაცები: -90კგ, -100კგ, +100კგ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
-60კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე, გიორგი სარდალაშვილი, ირაკლი კუპატაძე;
-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ნადირაძე, გიორგი თუთაშვილი, საბა კაპანაძე; 
-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, ფრიდონ გიგანი;
-81კგ - ტატო გრიგალაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი, ლევან გუგავა, დიმიტრი გოჩილაიძე;
-90კგ - ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი, იმედა გოგოლაძე, გიორგი პაპუნაშვილი;
-100კგ - ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, ომარ საური; 
+100კგ - გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე, გიორგი ქავთარაძე;
-48კგ - ნატალია ყიფშიძე;
-52კგ - ნინო ლოლაძე, მარი მახარაშვილი;
-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი, გვანცა მჭედლიშვილი, ნინო წიკლაური;
-63კგ - რეგინა უთნელიშვილი, მარიამ ციხელაშვილი;
-70კგ - ინდირა სილაგაძე; 
-78კგ - მარიამ ჭანტურია;
+78კგ - სოფიო სომხიშვილი.

ინფორმაცია ტურნირის შესახებ

პირდაპირი რეპორტაჟი და შედეგები

ტურნირზე დასასწრები ბილეთები