Share


ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

2022-04-30 22:01:15

ტატო გრიგალაშვილი სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. -81კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან ტრადიციული მეტოქე ბელგიელ მატიას კასე დაამარცხა, ვისთანაც შარშან ოლიმპიურ თამაშებზე მესამე ადგილისთვის შეხვედრა, ხოლო  მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალი წააგო.  ეს ორი ძიუდოისტი მსოფლიო რეიტინგში ბოლო ხანს მონაცვლეობით ინაწილებს პირველ-მეორე ადგილს. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე კასე პირველი იყო, გრიგალაშვილი - მეორე. გრიგალაშვილმა ამჯერად მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა და 22 წლის ასაკში მეორე მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.

ამავე დღეს -73კგ-ში იასპარეზა ლაშა შავდათუაშვილმა, რომელიც მეორე შეხვედრაში დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.