Share


რეგიონული ჩემპიონატები ქვეჭიდში კიდევ სამ რეგიონში

2022-02-23 16:08:27

„მომავალი - JUDO მოქნილი გზა - წარმატებისკენ“ პროექტის ფარგლებში გრძელდება შეჯიბრებები ქვეჭიდში (ნევაზა) უმცროსი ასაკის ჭაბუკებს შორის. შეჯიბრება ტარდება 2007-2008 წელს დაბადებულთა შორის რეგიონული ჩემპიონატების ფარგლებში:

ორშაბათი, 28 თებერვალი

კახეთის რეგიონული ჩემპიონატი, ნევაზა (ქვეჭიდი), თელავი.

სამშაბათი 1 მარტი
ქვემო ქართლის რეგიონული ჩემპიონატი, ნევაზა (ქვეჭიდი), ბოლნისი.

ხუთშაბათი 3 მარტი
შიდა ქართლის რეგიონული ჩემპიონატი, ნევაზა (ქვეჭიდი), გორი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ტურნირის დებულებასა და ატვირთულ ფაილებში (შეჯიბრების წესები)

P.S. კატეგორიულად დაუშვებელია სპორტსმენთა წონის კლება, რისი დაფიქსირების შემთხვევაშიც ფედერაციის მხრიდან იქნება მკაცრი სასჯელი პირად მწვრთნელებთან მიმართებაში.

ქვეჭიდის (ნევაზას) წესები