Share


ილია სულამანიძის პირველი ოქროს მედალი გრან სლემზე

2022-02-19 23:59:00

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თელ-ავივის გრან სლემზე 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებულები ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი გახდნენ. ვერცხლის მედალი კი ეთერ ლიპარტელიანმა დაისაკუთრა. აღსანიშნავია, რომ სამივე ძიუდოისტმა თელ-ავივის გრან სლემზე ნაჩვენები შარშანდელი შედეგი გააუმჯობესა. შარშან ამავე ტურნირზე სამივეს ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოპოვებული.

-57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი, ამჯერად, ოქროს მედალთანაც ახლოს იყო, მაგრამ ფინალში ფრანგ პრიშილა ნეტოსთან გაფთხილელებით დამარცხდა.

20 წლის ილია სულამანიძე თანდათან იმკვიდრებს ადგილს მსოფლიოს წამყვან ძიუდოისტებს შორის -100კგ წონით კატეგორიაში. მან ფინალში გამოცდილი ნიდერლანდელი მიხაელ კორელი დაამარცხა და თავის კარიერაში პირველი გრან სლემი მოიგო.

ამავე წონაში მესამე ადგილისთვის შეხვედრა წააგო ონისე სანებლიძემ.

გურამ თუშიშვილმა ძიუდოს საერთაშორისო ტურის ფარგლებში თავის კარიერაში უკვე მერვე ოქროს მედალი მოიპოვა. მას ამ შეჯიბრებებზე აქამდე მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალი ჰქონდა და ისიც თელ-ავივის გრან სლემზე. მან +100კგ წონით კატეგორიაში, ამჯერად, დამაჯერებლად იასპარეზა და ოქროს მედალი არავის დაუთმო. ფინალში მისი მეტოქე გამოცდილი ბრაზილიელი რაფაელ სილვა იყო, რომელსაც გაფთხილებებით მოუგო.

ამავე წონაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დამარცდხა ონისე ბუღაძე.

სრული შედეგები