Share


რეგიონული ჩემპიონატები ქვეჭიდში

2022-02-09 12:32:10

„მომავალი - JUDO  მოქნილი გზა - წარმატებისკენ“  პროექტის ფარგლებში იწყება შეჯიბრებები ქვეჭიდში (ნევაზა) უმცროსი ასაკის ჭაბუკებს შორის, პირველ ეტაპზე შეჯიბრება ჩატარდება 2007-2008 წელს დაბადებულთა შორის რეგიონული ჩემპიონატის ფარგლებში:

ორშაბათი 14 თებერვალი

იმერეთის რეგიონული ჩემპიონატი, ნევაზა (ქვეჭიდი), ქუთაისი.

 

სამშაბათი 15 თებერვალი

აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჩემპიონატი, ნევაზა  (ქვეჭიდი), -ზუგდიდი.

 

ხუთშაბათი 17 თებერვალი

თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჩემპიონატი, ნევაზა (ქვეჭიდი), თბილისი.

 

რაც შეეხება კახეთი, ქვემო და შიდა ქართლი - ამ რეგიონებში ჩემპიონატები გაიმართება საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის შემდგომ 21 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში, ასევე მარტში ცალკე გაიმართება 2006 წელს დაბადებულთა შორის ნევაზას საქართველოს ჩემპიონატი, რომელში მონაწილეობის პრინციპებსაც გაგაცნობთ მოგვიანებით. 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ტურნირის დებულებასა და ატვირთულ ფაილებში (შეჯიბრების წესები)

P.S. კატეგორიულად დაუშვებელია სპორტსმენთა წონის კლება, რისი დაფიქსირების შემთხვევაშიც ფედერაციის მხრიდან იქნება მკაცრი სასჯელი პირად მწვრთნელებთან მიმართებაში.

ქვეჭიდის (ნევაზა) წესები