Share


გიორგი ბერიაშვილმა პორტუგალიის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

2022-01-30 23:14:36

ძიუდოს ახალი საერთაშორისო სეზონი პორტუგალიის გრან პრით დაიწყო. პორტუგალიაში გრან პრი პირველად გაიმართა და ქალაქ ალმადაში ჩატარდა.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე ახალგაზრდული არასრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი და ერთადერთი მედალი -100კგ წონით კატეგორიაში გიორგი ბერიაშვილმა მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ხორვატი ზლატკო კუმრიჩი დაამარცხა. მანამდე სძლია სამხრეთ კორეელ იონგჰოონ ვონს, მეოთხედფინალში დამარცხა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან მასპინძელ ჟორჟე ფონსეკასთან, ხოლო რეპეშაჟში გაიმარჯვა ფრანგ ჟორის აგბენენუსთან. 23 წლის გიორგი ბერიაშვილმა გრან პრიზე კარიერაში მედალი  პირველად მოიპოვა.

გიორგი ბერიაშვილის გარდა ქართველი ძიუდოისტებიდან ფინალურ ბლოკში -90კგ წონით კატეგორიაში იმედა გოგოლაძემ გააღწია, მაგრამ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დამარცხა.

 სრული შედეგები