Share


ჯაბა პაპინაშვილმა ბაქოს გრან სლემი მოიგო

2021-11-07 22:06:41

ჯაბა პაპინაშვილი ბაქოს გრან სლემის გამარჯვებული გახდა. ფინალში მან რუსეთის წარმომადგენელი ალბერტ ოგუზოვი დაამარცხა. მანამდე კი სამი შეხვედრა მოიგო უკრაინის, აზერბაიჯანისა და მონღოლეთის წარმომადგენლებთან.  23 წლის ჯაბა პაპინაშვილისთვის ეს თავის კარიერაში მოგებული პირველი გრან სლემია.

ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ: ბექა ღვინიაშვილი (-90კგ), ლუკა მაისურაძე (-90კგ) და ონისე სანებლიძე (-100კგ).