Share


გიორგი შერაზადიშვილის ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატზე

2021-10-08 16:04:05

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. -81 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი შერაზადიშვილი გახდა. იგი ოთხი შეხვედრის მოგების შემდეგ ფინალში გავიდა, სადაც რუსეთის წარმომადგენელი ადამ ცეჩოევი დაამარცხა და კარიერაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ერთი თვის წინ ლუქსემბურგში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გიორგი შერაზადიშვილმა მეხუთე ადგილი დაიკავა, ამჯერად კი დაშვებული შეცდომები გამოასწორა და დამაჯერებლად გაიმარჯვა.

პირველი ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებს -55კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილმა მოუტანა. ჩემპიონატის სამი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები ორი ოქროს მედლით ვაჟთა შორის საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზეა.