Share


ტატო გრიგალაშვილმა ზაგრების გრან პრი მოიგო

2021-09-26 23:58:27

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით პირველი დიდი შეჯიბრება ხორვატიაში გაიმართა. ზაგრებმა გრან პრის უმასპინძლა, სადაც საქართველოს ნაკრების რამდენიმე ძიუდოისტმა იასპარეზა.

-81კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი უდავო ფავორიტი იყო და მას შეჯიბრების მოგება არ გასჭირვებია. სამი შეხვედრის მოგების შემდეგ ფინალში ტატომ ბრაზილიელი გილერმე შმიდტი დაამარცხა.

-90კგ წონით კატეგორიაში იჭიდავა ლუკა მაისურაძემ, რომელიც ვერცხლის მედალს დაეუფლა. ლუკა ფინალში დამარცხდა აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან.