Share


1 ოქრო და 2 ბრინჯაო ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე

2021-08-19 22:00:58

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონი -81 კგ წონით კატეგორიაში ალექსანდრე ლოლაძე გახდა. ბრინჯაოს მედლები არჩილ მამულაშვილმა (-90კგ) და საბა ქარდავამ (+90კგ) მოიპოვეს.