Share


მარიუს ვიზერი IJF-ის პრეზიდენტად ახალი ვადით აირჩიეს

2021-06-03 13:25:40

3 ივნისს, ბუდაპეშტში 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩატარდა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა.
კონგრესის მსვლელობისას ბატონი მარიუს ვიზერი ხელახლა აირჩიეს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტად.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის სახელით ვულოცავთ ბატონ ვიზერს და მადლობას ვუხდით იმ დიდი შრომისთვის, რასაც იგი აკეთებს ძიუდოსათვის.