Share


ლუხუმ ჩხვიმიანმა გრან სლემი მოიგო

2021-05-05 23:03:22

ლუხუმ ჩხვიმიანი ყაზანის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. -60კგ წონითი კატეგორიის ფინალში მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე დამატებით დროში დაამარცხა. არადა, აქამდე ეს სპორტსმენები ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ოთხივე შეხვედრა მშვიდობაძეს ჰქონდა მოგებული. ლუხუმ ჩხვიმიანს ტრავმის გამო ლისაბონში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია, მაგრამ მოასწრო ტრავმის მოშუშება და კარიერაში პირველად გახდა გრან სლემის გამარჯვებული.

შეჯიბრების მეორე დღეს -73 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნუგზარ ტატალაშვილმა, ხოლო მესამე დღეს -90კგ წონით კატეგორიაში ასევე ბრინჯაოსმედალოსანი გახდა ლუკა მაისურაძე.