Share


ვაჟა მარგველაშვილის ვერცხლი

2021-04-16 19:29:51

ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს -66კგ წონით კატეგორიაში მარგველაშვილმა სამი შეხვედრა მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც იტალიელ მანუელ ლომბარდოსთან  დამარცხდა. ვაჟა მარგველაშვილმა თავის კარიერაში ევროპის ჩემპიონატზე მესამე მედალი მოიპოვა. აქამდე მას ოქრო და ბრინჯაო ჰქონდა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დამარცხდა ეთერ ლიპარტელიანი, რომელმაც -57 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის შეხვედრა დათმო კოსოვოელ ნორა გჯაკოვასთან.