Share


მარგველაშვილის ბრინჯაო მასტერსზე

2021-01-11 23:22:14

ვაჟა მარგველაშვილი დოჰას მასტერსის ბრინჯაოსმედალოსანი გახდა.

მასტერსის პირველ დღეს დოჰას ტატამზე შეჯიბრება ვაჟებში -60კგ და-66კგ, ხოლო ქალებში -48კგ, -52კგ, -57კგ წონით კატეგორიებში გაიმართა. საქართველოს ნაკრებიდან ექვსმა ძიუდოისტმა იასპარეზა, მაგრამ მედლამდე მხოლოდ ვაჟა მარგველაშვილი მივიდა. ქართველ ძიუდოისტს, რომელიც მესამე ნომრად იყო განთესილი, პირველსავე წრეში მსოფლიოს ჩემპიონატების სამგზის ფინალისტის რუსი მიხაილ პულიაევის სახით საკმაოდ ძლიერი მეტოქე შეხვდა, მაგრამ შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის მსგავსად მარგველაშვილმა ეს დაპირისპირებაც თავის სასარგებლოდ დაასრულა. მომდევნო წრეში მან ეგვპტელ აჰმედ აბდელრაჰმანს მოუგო, ხოლო მეოთხედფინალში ისრაელის წარმომადგენელთან ბარუხ შმაილოვთან დამატებით დროში დამარცხდა. შემდეგ გადაერთო რეპეშაჟში, სადაც სძლია ყაზახ ერლან სერიკჟანოვს, ხოლო მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მოლდოველ დენის ვიერუს.

ამავე წონაში მოასპარეზე ბაგრატ ნინიაშვილმა პირველ წრეში უკრაინელ ბოგდან იადოვს სძლია, ხოლო შემდეგ რუსეთის წარმომადგენელთან არამ გრიგორიანთან ვერაფერი გააწყო და შეჯიბრებას გამოეთიშა.

-60კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი პირველ წრეში დამარცხდა მასტერსის მომავალ გამარჯვებულთან კორეელ ვონ ჯინ კიმთან. ხოლო თემურ ნოზაძემ ბრაზილიელ ერიკ ტაკაბატაკესთან გამარჯვების შემდეგ, ტაიპეის წარმომადგენელთან მომავალ ფინალისტთან იუნგ ვეი იანგთან წააგო.

საქართველოს ქალთა ნაკრების წევრებმა პირველსავე წრეში ისრაელის წარმომადგენლებთან წააგეს და შეჯიბრებას გამოეთიშნენ. -52კგ წონით კატეგორიაში ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი ჯილი კოენთან დამარცხდა, ხოლო -57 კგ-ში ეთერ ლიპარტელიანი ტიმნა ნელსონ ლევისთან.

სრული შედეგები