Share


ლუხუმ ჩხვიმიანი და ტატო გრიგალაშვილი საერთაშორისო ფედერაციის ლაურეატები გახდნენ

2020-12-27 16:30:54

ლუხუმ ჩხვიმიანი და ტატო გრიგალაშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვის გამარჯვებულები გახდნენ. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, ძიუდოს ფესტივალის ფარგლებში,  ჩაატარა გამოკითხვა, სადაც გამარჯვებულები 2019-2020 წლების სეზონების მიხედვით ხუთ ნომინაციაში გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად უნდა გამოვლენილიყო. თითოეულ ნომინაციაში წარდგენილი იყო ხუთი კანდიდატი. ორ ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ ქართველი ძიუდოისტები: ლუხუმ ჩხვიმიანი „წლის საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტის“ და ტატო გრიგალაშვილი „ამომავალი ვარსკვლავის“. ორივე მათგანი თავისი ნომინაციის გამარჯვებული გახდა. ვულოცავთ ლუხუმს და ტატოს ამ გამარჯვებას და თავის ოპონენტებთან ტატამზე წარმატებას ვუსურვებთ. გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა ქართველი ძიუდოისტების მხარდაჭერისთვის.