Share


8 მედალი ევროპის 23 წლამდელთა ჩემიონატზე

2020-11-11 09:45:18

საქართველოს ნაკრებმა ხორვატიის ქალაქ პორეცში გამართულ 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა და ქალთა საერთო ჩათვლაში გუნდური პირველი ადგილი დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ ქალთა გუნდი ჩემპიონატზე არ გვყავდა.
ევროპის ჩემპიონები გახდნენ ტატო გრიგალაშვილი (-81კგ) და ლუკა მაისურაძე (-90კგ), რომელმაც პირველად იასპარეზა -90კგ წონით კატეგორიაში. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ თემურ ნოზაძე (-60კგ) და გელა ზაალიშვილი (+100კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ჯაბა პაპინაშვილმა (-60კგ), ბაგრატ ნინიაშვილმა (-66კგ), ვლადიმერ ახალკაცმა (-81კგ) და ონისე სანებლიძემ(-100კგ). აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე სულ საქართველოს ნაკრების 9 ძიუდოისტმა იასპარეზა და 8 მათგანმა მედალი მოიპოვა.