საქართველოს ძიუდოისტმა ნაკრებმა ხორვატიის ქალაქ პორეცში ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის თითო ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონი ილია სულამანიძე გახდა, რომელმაც -100კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
ვერცხლის მედალი ლუკა კაპანაძემ -66კგ წონით კატეგორიაში დაისაკუთრა, ხოლო ბრინჯაოს მედალი +100კგ-ში საბა ინანეიშვილმა მოიპოვა.