Share


2 ბრინჯაო ბუდაპეშტში

2020-10-25 23:09:53

საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა გელა ზაალიშვილმა და ლევან მატიაშვილმა უნგრეთის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო შეწყვეტილი საერთაშორისო შეჯიბრებები 8 თვიანი პაუზის შემდეგ უნგრეთის გრან სლემით განაახლა. ამ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების ექვსმა ძიუდოისტმა იასპარეზა. სხვებზე უკეთ გამოვიდნენ +100კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავენი. გელა ზაალიშვილმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ნიდერლანდელი იურ სპაიკერსი დაამარცხა, ხოლო ლევან მატიაშვილმა ისრაელის წარმომადგენელი ორ სასონი.