Share


გურამ თუშიშვილის გამარჯვება დიუსელდორფში

2020-02-23 23:00:45

გურამ თუშიშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ ტურნირებში ოქროს მედლების მოგროვებას აგრძელებს. თავისი კარიერის მეშვიდე ოქრო მან დიუსელდორფის გრან სლემზე მოიპოვა. +100კგ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილი ქართველი ძიუდოისტი აშკარა ფავორიტი იყო და მან დამაჯერებლად გაიმარჯვა. ფინალში თუშიშვილმა გერმანელ იოჰანეს ფრეის სძლია. მანამდე კი დაამარცხა უზბეკი ალიშერ იუსუპოვი, ტაჯიკი შაკარმამად მირმამადოვი, სამხრეთ კორეელი მინჯონ კიმი, ნახევარფინალში კი ბრაზილიელი რაფაელ სილვა.

აღსანიშნავია, რომ გურამ თუშიშვილს ძიუდოს საერთაშორსო ფედერაციის ტურნირებზე ოქროს მედლის გარდა, სხვა სინჯის მედალი არ აქვს.

დიუსელდორფში -90კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბექა ღვინიაშვილმა, რომლისთვისაც ეს მსგავს ტუნირებში მოპოვებული მეოცე მედალია.

საქართველო ნაკრებმა დიუსელდორფის გრან სლემზე არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით, იაპონიის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა. ოქროს მედალი ტატო გრიგალაშვილმა (-81კგ) მოიპოვა, ხოლო ვერცხლის მედალი - ვაჟა მარგველაშვილმა (-66კგ).