Share


ტატო გრიგალაშვილმა დიუსელდორფის გრან სლემი მოიგო

2020-02-22 19:06:15

ტატო გრიგალაშვილი დიუსელდორფის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. -81კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა რუსთა ოლიმპიური ჩემპიონი ხასან ხალმურზაევი დაამარცხა. ფინალამდე ტატო გრიგალაშვილს ხუთი შეხვედრის ჩატარება მოუწია და საკმაოდ ტიტულოვან მეტოქეებს მოუგო. მან პირველ შეხვედრაში 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონს, ოლიმპიურ პრიზიორს იაპონელ ტაკანორი ნაგასეს სძლია. შემდეგ დაამარცხა იტალიელი ანტონიო ესპიზიტო, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გერმანელი ალექსანდრ ვიჩერზაკი, ფრანგი ალფა ოუმარ ჯალო, ნახევარფინალში კი - ყირგიზი ვლადიმერ ზოლოევი.

20 წლის ტატო გრიგალაშვილისთვის ეს კარიერაში მოგებული პირველი გრან სლემია.

შეჯიბრის პირველ დღეს ვაჟა მარგველაშვილი -66კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

სრული შედეგები