Share


ლაშა ბექაური მასტერსის გამარჯვებულია

2019-12-14 15:48:23

19 წლის ლაშა ბექაური მასტერსის გამარჯვებული გახდა.

ჩინეთის ქალაქ ცინდაოში წლის შემაჯამებელ ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტმა, რომელიც შეჯიბრის დებიუტანტი იყო, -90კგ წონით კატეგორიაში მეტოქეები ხუთ შეხვედრაში დაამარცხა და საერთაშორისო ძიუდოს კალენდარში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი კარიერაში პირველად მოიგო.

ლაშა ბექაურმა პირველ წრეში ჩინელ ჰებილგე ბუსთან იმარჯვა. შემდეგ დაამარცხა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჰოლანდიელი ვანტ ენდი, მეოთხედფინალში - ახალგაზრდა იაპონელი სანშირო მურაო. ნახევარფინალში სძლია ევროპის მოქმედ ჩემპიონს თურქეთის სახელით მოასპარეზე მიკაელ ოზერლელს. ხოლო ფინალში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონთან ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან გაიმარჯვა.

მასტერსზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ვაჟა მარგველაშვილმა (-66კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (-100კგ).