Share


ღვინიაშვილმა ოსაკას გრან სლემი მოიგო

2019-11-24 18:00:14

ბექა ღვინიაშვილმა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი ოსაკას გრან სლემი მოიგო, რომელიც წლების განმავლობაში ძიუდოს დამაარსებლის ძიგორო კანოს ტურნირად იწოდებოდა. ქართველმა ძიუდოისტმა -90კგ წონითი კატეგორიის ფინალში უზბეკი დავლატ ბობონოვი დაამარცხა. ფინალისკენ გზაზე კი სძლია ორ იაპონელს, მათ შორის ოლიმპიურ ჩემპიონს მაშუ ბეიკერს და კენტა ნაგასავას, ასევე ჩინელ ჰებილიგე ბუს და აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს. ბექა ღვინიაშვილი ძიუდოს ისტორიაში გახდა მესამე ქართველი ძიუდოისტი, რომელსაც ძიგორო კანოს ტურნირი მოუგია. ეს პრესტიჟული შეჯიბრი 1982 წელს დავით ბოდაველმა მოიგო, ხოლო 2015 წელს - ავთანდილ ჭრიკიშვილმა.