Share


ახალი პროექტის პრეზენტაცია

2019-10-30 16:12:13

დღეს ძიუდოს ფედერაციაში გაიმართა ახალი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც რამდენიმე კომპონენტს მოიცავს და რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მმართველობის ახალ ეტაპზე გადასვლის დასაწყისი. პროექტის ავტორებმა დავით ქევხიშვილმა და გიორგი ათაბეგაშვილმა ამომწურავად ისაუბრეს ამ სისტემური ცვლილების დადებით მხარეებზე და ამავე დროს, წარადგინეს პროექტის პირველი ფაზა, რომელიც ეხება ჭაბუკების კომპონენტს. რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებებს, როგორიცაა ,,გამოწვევა 2024” და ახალგაზრდული ნაკრების კომპონენტი, ისინი დამუშავების სტადიაშია და უახლოეს პერიოდში იქნება წარმოდგენილი.

პროექტი

აღმასკომის დებულება „წონის კლებასთან დაკავშირებით“