Share


ილია სულამანიძის ვერცხლი

2019-10-19 19:47:29

მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ინდივიდუალური შეჯიბრის ბოლო დღეს ილია სულამანიძემ -100კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტი ფინალურ შეხვედრაში დამატებით დროში დამარცხდა იაპონელ მოწინააღმდეგესთან. მანამდე კი ილია სულამანიძემ ოთხი შეხვედრა მოიგო და ოთხივე იპონით.

საქართველოს ნაკრებმა მაროკოში მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში იაპონიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა