Share


ეთერ ლიპარტელიანი - პირველი ქართველი ქალი მსოფლიოს ჩემპიონი

2019-10-17 19:34:36

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!  მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე -57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელი კანაკო ჰაკამატა დაამარცხა. ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონია! მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე -57კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელი კანაკო ჰაკამატა დაამარცხა. მან ამ გამარჯვებას სულ 57 წამი მოანდომა. მანამდე კი ერთმანეთის მიყოლებით სძლია უნგრელ, სლოვენიელ, ჰოლანდიელ და სამხრეთ კორეელ ძიუდოისტებს და ყველა შეხვედრა ვადაზე ადრე იპონით მოიგო.

ეთერ ლიპარტელიანი ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველი ქალი ძიუდოისტია, რომელიც ნებისმიერი ასაკის ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებული გახდა. სექტემბერში ის ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონიც გახდა და ასევე პირველი ქალი იყო, რომელმაც საქართველოდან ეს ტიტული მოიპოვა.

ლიპარტელიანის იპონი ფინალში