Share


ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატზე

2019-09-28 22:24:34

ალმატიში მსოფლიოს ჩემპიონატზე კადეტთა შორის საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

+90კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ირაკლი დემეტრაშვილმა მოიპოვა.  გიგა ტატიაშვილი ვერცხლის მედალოსანი გახდა. -50კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ნიკა ბაჩიაშვილი.