Share


ტატო გრიგალაშვილმა ბუდაპეშტის გრან პრი მოიგო

2019-07-13 23:42:48

ტატო გრიგალაშვილი ბუდაპეშტის გრან პრის გამარჯვებული გახდა.  -81კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან ბრაზილიელი ჟოაო მასედო დაამარცხა. ფინალამდე კი ხუთი შეხვედრა მოიგო. 19 წლის ქართველი ძიუდოისტისთვის ეს თავის კარიერაში მოგებული პირველი გრან პრია. აქამდე მას ძიუდოს საერთაშორისო ტურის შეჯიბრებში სამი ბრინჯაოს მედალი ჰქონდა  მოპოვებული. ამ გამარჯვებით ტატო გრიგალაშვილმა უფროსებს შორის მსოფლიო რეიტინგში 24-ე პოზიციაზე აინაცვლა.

-90კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბექა ღვინიაშვილმა, ხოლო +100კგ-ში - გელა ზაალიშვილმა.