Share


1 ოქრო და 3 ბრინჯაო პირველ დღეს

2019-06-22 21:49:11

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპული თამაშების პირველ დღეს 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონი -60კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა, რომელმაც ფინალში ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი დაამარცხა. ფინალამდე კი 3 შეხვედრა მოიგო. ლუხუმ ჩხვიმიანმა თავის კარიერაში ევროპის ჩემპიონატის პირველი მედალი მოიგო. ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი ამირან პაპინაშვილი გახდა.

66კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ვაჟა მარგველაშვილმა და ბაგრატ ნინიაშვილმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი იყო.