Share


გუნდური პირველი ადგილი გრან პრიზე

2019-03-31 19:53:58

საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრან პრიზე შეჯიბრის მესამე დღეს 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
+100კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ლევან მატიაშვილი გახდა, რომელმაც თბილისის გრან პრი კარიერაში მეორედ მოიგო. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ონისე ბუღაძე.
-90კგ-ში ვერცხლის პრიზიორი გიორგი პაპუნაშვილი გახდა, ხოლო ბექა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრან პრიზე ჯამში 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.