Share


1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო ეკატერინბურგში

2019-03-18 08:22:30

ქართველმა ძუდოისტებმა ეკატერინბურგის გრან სლემზე 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ვერცხლის მედალს -90კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი დაეუფლა. ბრინჯაოს მედალოსნები კი ბაგრატ ნინიაშვილი (-66კგ) და ლუკა მაისურაძე (-81კგ) გახდნენ.

ტრავმით გამოწვეული  შესვენების შემდეგ ამ სეზონში პირველად იასპარეზა ბექა ღვინიაშვილმა, რომელმაც ეკატერინბურგის გრან სლემზე დამაჯერებლად იჭიდავა. მან ოთხი შეხვედრის მოგების შემდეგ მხოლოდ ფინალი დათმო ჰოლანდიელ ნოელ ვან ტ ენდთან.

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ახალგაზრდების ბაგრატ ნინიაშვილის და ლუკა მაისურაძის მიერ მოპოვებული მედლები. ორივე ძიუდოისტმა კარიერაში გრან სლემზე მედალი პირველად მოიპოვა. მათ საკმაოდ ძლიერ ძიუდოისტებთან მოუწიათ პაექრობა და უნდა ითქვას, რომ თავი არ შეურცხვენიათ. მესამე ადგილისთის შეხვედრაში ნინიაშვილმა იაპონელი ტარო ფუჯისაკა დაამარცხა, ლუკა მაისურაძემ კი მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტი.