Share


2 ბრინჯაო დიუსელდორფში

2019-02-24 23:17:05

საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა დიუსელდორფის გრან სლემზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მედლებს -60კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი და -73კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი დაეუფლნენ. საქართველოს ნაკრების სხვა ძიუდოისტებისთვის კი დიუსელდორფის გრან სლემი წარმატებული ვერ გამოდგა. შეჯიბრზე ვერ იჭიდავეს ვაჟა მარგველაშვილმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა. მარგველაშვილმა შეჯიბრის წინა დღეს ნეკნი დაიზიანა, ხოლო ჭრიკიშვილმა მაღალი სიცხის გამო ვერ შეძლო ტატამზე გასვლა.