Share


ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის გრან სლემი მესამედ მოიგო

2019-02-10 18:22:44

ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის გრან სლემის გამარჯვებული გახდა.  მან -100კგ წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელი აარონ ვულფი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ლიპარტელიანმა აარონ ვულფთან 2017 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი წააგო. ხოლო ნახევარფინალში დაამარცხა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ კორეელი გუამ ჩო, რომელთანაც შარშან დათმო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი. ქართველმა ძიუდოისტმა პარიზის გრან სლემი კარიერაში მესამედ მოიგო. აქამდე მას ეს ტურნირი ორჯერ -90კგ წონით კატეგორიაში ჰქონდა მოგებული.

შეჯიბრის პირველ დღეს -66კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალოსანი ვაჟა მარგველაშვილი გახდა. ხოლო თემურ ნოზაძემ (-60კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (-73კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.