Share


გუნდური პირველი ადგილი მასტერსზე

2018-12-16 20:20:53

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში მასტერსზე ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მასტერსის გამარჯვებულები ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ) გახდნენ. ვერცხლის მედალს ამირან პაპინაშვილი (-60კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედლები ვაჟა მარგველაშვილიმა (-66კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (-73კგ) მოიპოვეს.

ვარლამ ლიპარტელიანმა და გურამ თუშიშვილმა მასტერსი ზედიზედ მეორედ მოიგეს და სეზონი თავის წონებში მსოფლიო რეიტინგის სათავეში დაასრულეს. გურამ თუშიშვილი, ამავე დროს, ყველა წონითი კატეგორიის საერთო რეიტინგის ლიდერია.