Share


„გოლდენ გორი“ ევროპა ლიგის გამარჯვებულია

2018-12-08 23:57:15

ქართული კლუბი „გოლდენ გორი“ რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა. გორელმა ძიუდოისტებმა ფინალში საფრანგეთის ქალაქ ლე ბლან-მენილის კლუბი დაამარცხეს. ფინალამდე კი სძლიეს გერმანულ, იტალიურ და სერბულ კლუბებს. „გოლდენ გორის“ შემადგენლობა: ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი და უშანგი კოკაური.

შედეგები